Zeskho Design



ალპური ბანაკი "ზესხო" 1978 წელს დააარსა ცნობილმა ქართველმა მთამსვლელმა ჯოკია გუგავამ. სულ მალე "ზესხო" მთელს საბჭოთა კავშირში მნიშვნელოვანი ტურისტულ-ალპინისტური ბანაკი გახდა.


პროგრამა

ალპურ ბანაქ "ზესხოში" მიმდინარე სეზონი იხსნება 20 ივნისს და გრძელდება 20 სექტემბრამდე. წლევანდელ სეზონში მოქმედებს როგორც 12 და 7 დღიანი რეგულარული, ასევე ინდივიდუალური პროგრამები...

ისტორია

ალპური ბანაკი "ზესხო" 1978 წელს დააარსა ცნობილმა ქართველმა მთამსვლელმა ჯოკია გუგავამ, რომელიც იმხანად ა/ბ "აილამას" დირექტორი იყო. "აილამასგან" განსხვავებით, ზესხო არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ პროფესიონალი მთამსვლელებისთვის განკუთვნილი. მისი ადგილმდებარეობიდან, მრავალფეროვანი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლებელი უნდა გამხდარიყო ჩვეულებრივი მთის მოყვარულების, უბრალო დამსვენებლების მიღება, რომელთაც მთის სუფთა ჰაერზე, ჯანსაღი დასვენების საშუალება მიეცემოდათ...

მდებარეობა

ალპური ბანაკი "ზესხო" მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში - სვანეთში, ცენტრალური კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ზესხურას (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე, სუბალპურ ზონაში. ზესხურას ხეობის ქვემო და შუა ნაწილები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით (მუხა, რცხილა, წიფელი), ზემო _ ნაძვნარ-სოჭნარით, რომლებსაც ცვლის სუბალპური და ალპური მდელოები. ხეობის ერთადერთი სოფელი ზესხო ბანაკიდან 2 კილომეტრით არის დაშორებული, სოფლის მახლობლად შუა საუკუნეების საკმაოდ დიდი ნასახლარია ეკლესიების და კოშკების ნაშთებით შემორჩენილი, რაც ოდესღაც ხეობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მეტყველებს.


 
  • საიტი განახლდა
    2010-03-10 15:13:46



  • ყველა უფლება დაცულია © 2006-2010 Zeskho.Ge

    Created by Gogokhia